აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
- ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა
თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს.პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა.
ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.