და საით ჰქონდა გეზი თბილისიდან? – ამ შეკითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
პროკურატურას 18 წლის ბრალდებულისთვის ოჯახთან შეხვედრა ან ციხიდან ზარები შეზღუდული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსული მამა, ბელა მეი კალის სავარაუდოდ ქალთა ციხეში უახლოეს დღეებში შეხვდება. ბრიტანელი გოგოს ქმედება კი, შესაძლოა დიდი საერთაშორისო ნარკოდანაშაულებრივი სქემის ნაწილი იყოს. პატიმარს ახლა ერთი შანსი აქვს – უმძიმესი სასჯელის შემსუბუქება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
ვინ დგას დანაშაულებრივი სქემის სათავეში – გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, პირველ ივლისს 18 წლის ბელა მეი კალის წინასასამართლო სხდომაზე კიდევ უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდეს.