სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ინტერვიუ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტ მიხეილ ოკუჯავასთან

ახალი ამბები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების წევრ-კორესპონდენტი მიხეილ ოკუჯავა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს მედიცინაში აკადემიის როლზე და იმ პრობლემებზე, რომელსაც ფინანსური რესურსის ნაკლებობა იწვევს. მისი თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აკადემიამ ექსპერტული სამუშაოები მეტად გააძლიეროს.კომპიუტერს შევასწავლოთ, როგორია გამოსახულება იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ ნაკლებ გამოსხივებას და როგორი იქნებოდა, თუკი გამოვიყენებდით ჩვეულებრივ დოზას და ამის საფუძველზე შეგვიძლია შესაბამისი ხარისხიანი სურათის მიღება.

ასევე, მოგეხსნებათ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ცოტა ხანგრძლივი გამოკვლევაა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით შესაძლებელი გახდა, გამოკვლევის დროის შედარებით შემოკლება.

ერთი შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება ძლიერი დამხმარე ექიმებისთვის პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ერთის მხრივ ის გააადვილებს დიდი მოცულობის და რუტინული მონაცემების დამუშავებას და მეორეს მხრივ გამოყენებული იქნება პაციენტების უსაფრთხოების და  კომფორტის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, კომპიუტერი ვერ შეცვლის ექიმს და იმ აუცილებელ ადამიანურ კონტაქტს, რომელიც პაციენტსა და მკურნალს შორის უნდა იყოს.