სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა რა ხდება სადგურის მოედანზე, სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცი მოკლეს?
16:19 / 05-05-2025

სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა.


ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.


ასევე, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.

თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.